კობახიძის თქმით „ქართული ოცნებიდან“ ბიძინა ივანიშვილის წასვლას ელექტორატზე გავლენა ექნება არა შემცირების ან გაზრდის თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ ახალი და განსხვავებული რეალობაა.
„რაც შეეხება ჩვენს საარჩევნო შანსებს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ დამაჯერებელი გამარჯვებით; ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები.
ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, ყველანაირი რესურსი არსებობს ამისთვის და გუნდი იქნება აბსოლუტურად მომართული ამ შედეგის მისაღწევად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იმუშავებს საარჩევნო რეფორმაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახალი კანონმდებლობის პირობებში ჩატარდება.