weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებშიც გავიმარჯვოთ – კობახიძე

17:07 შაბათი, 16 იანვარი 2021

„ქართული ოცნების“ ახალი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი პარტია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დამაჯერებელი გამარჯვებით დაასრულოს.

კობახიძის თქმით „ქართული ოცნებიდან“ ბიძინა ივანიშვილის წასვლას ელექტორატზე გავლენა ექნება არა შემცირების ან გაზრდის თვალსაზრისით, არამედ იმიტომ, რომ ახალი და განსხვავებული რეალობაა.

„რაც შეეხება ჩვენს საარჩევნო შანსებს, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ დამაჯერებელი გამარჯვებით; ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები.

ამისთვის ყველაფერი გაკეთდება, ყველანაირი რესურსი არსებობს ამისთვის და გუნდი იქნება აბსოლუტურად მომართული ამ  შედეგის მისაღწევად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ იმუშავებს საარჩევნო რეფორმაზე და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახალი კანონმდებლობის პირობებში ჩატარდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]