weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

აფხაზეთის ე.წ. პრემიერი ალექსანდრე ანქვაბი ხელოვნურ სუნთქვაზეა

16:10 ორშაბათი, 18 იანვარი 2021

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი და ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება. ანქვაბს რუსეთში მკურნალობენ და როგორ ექიმები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

68 წლის ალექსანდრე ანქვაბი რუსეთში კორონავირუსული ინფექციით, ორმხრივი პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობის ნიშნებით გადაიყვანეს. მანამდე ის გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებოდა.

16 იანვრისთვის აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 10 486 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, მათგან 8190 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსს 152 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]