18 იანვარს, ონალინ კონფერენციაზე ჩართვისას, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება სცადოს ჩარევა, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანება.
„საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. გახდება თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია, და მხოლოდ მათი, რადგან ყველაფერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება.
რუსეთის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ეს საქართველოსა და ნატო-ს კავშირია. რაც მათ გააკეთეს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, რაც მიუღებელია. ეს ეხება უკრაინასაც: ყირიმის უკანონო ანექსია, დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვქმენით მშვიდობიან და სტაბილურ მსოფლიოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო-ს როლი ამ ქვეყნების მხარდაჭერაა, მათი შესაძლებლობების გაძლიერებაში, რეფორმების გატარებაში, სწავლებაში დახმარებით.