weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საკრებულოს წევრს, რომელიც ადამიანის გატაცებაშია ბრალდებული, უფლებამოსილება შეუწყდა

13:29 ოთხშაბათი, 16 აგვისტო 2017

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დეპუტატ ლაშა გვენეტაძეს საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. ლაშა გვენატაძეს, რომელმაც მამის საფლავის გაძარცვისთვის ადამიანი ცემა და თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მაისში 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვენეტაძე ძმასთან, შოთა გვენეტაძესთან და მეგობარ შიო ჯანელიძესთან ერთად სამართალდმაცავებმა 2017 წლის 7 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარუდგინეს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

საქმის პროკურორის ნათია კიკვაძის ინფორმაციით, რომელსაც „ქუთაისი პოსტი“ ავრცელებს, 5 იანვარს, ლაშა გვენეტაძე, მეგობარ შიო ჯანელიძესთან ერთად ტყაბლაძის ქუჩაზე შეხვდა მისი ვარაუდით მამის საფლავის გაძარცვაში ეჭვმიტანილ პირს მ.დ.–ს. და უთხრეს, რომ პოლიციელები იყვნენ და ავტომობილში ჩაისვეს, რის შემდეგაც ლაშა გვენეტაძემ ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, დაშინების მიზნით შუბლზე მიადო მ.დ.–ს და უთხრა, რომ ხმა არ ამოეღო. ამის შემდეგ, ბრალდებულებმა მ.დ. შოთა გვენეტაძის კუთვნილ ბინაში, ნიკეას ქუჩაზე გადაიყვანეს. მათ მ.დ.–ს პლასტმასის ღვედით შეუკრეს ხელები, რა დროსაც ლაშა გვენეტაძემ მ.დ.–ს იარაღი პირში ჩაუდო და განუმარტა, რომ მანამდე არ გაათავისუფლებდნენ, ვიდრე მოპარული ნივთის, საფლავის ქვის ბრინჯაოს ბარელიეფის ადგილსამყოფელს არ იტყოდა. 

პროკურორის თქმით, საქმეში დაზარალებულად ცნობილს ბრალდებულები 45 წუთის განმავლობაში ცემდნენ და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც იგი აღნიშნული ნივთის დაბრუნებას დაპირდა. პროკურორის განცხადებით, მოგვიანებით, როცა უკვე ბრალდებულებისთვის ცნობილი გახდა, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, მ.დ.–ს ჩვენების შესაცვლელად 5 000 ლარი მესამე პირის საშუალებით შესთავაზეს. 

24 მაისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის ძმა შოთა გვენეტაძე პატიმრობიდან 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. შიო ჯანელიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებას ამ თვეში დატოვებს, ლაშა გვენეტაძე კი ნოემბერში გათავისუფლდება. 

ლაშა გვენეტაძე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2014 წლიდან ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე იყო. 2010-2014 წლებში შემოსავლების სამსახურის ქუთაისის სერვის ცენტრის ადმინისტრაციის უფროსად მუშაობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]