weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მიხარია, რომ ელისაშვილი იმ რეალობას გამოხატავს, რის წინაშეც ოპოზიცია დგას – წილოსანი

16:54 ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021

აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საზოგადოებამ „ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი“ იხილა.

წილოსანის თქმით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ოპოზიციას თავისი როლი აქვს, რაც არ არის ქუჩაში დგომა და ტელეეკრანებზე „ტრიპაჩი“.

„კარგია, რომ ამომრჩეველმა მათი რეალური სახე დაინახა და მიხარია, რომ ალეკო ელისაშვილი იმ რეალობას ნათლად გამოხატავს, რის წინაშეც დღეს ოპოზიცია დგას.

ოპოზიციას არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი არ დარჩა, რომ დესტრუქციის ფორმატში იყოს და მსგავს არასახელმწიფოებრივ მიდგომებს აგრძელებდეს. მძიმე პანდემიის პირობებში არასახელმწიფოებრივ ქმედებებს აგრძელებენ, რჩებიან ბოიკოტისა და დესტრუქციის რეჟიმში, რაც აჩვენებს, რომ ისინი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებს არ გამოხატავენ“, – განაცხადა წილოსანმა.

გუშინ, 19 იანვარს, „რუსთავის 2“-ის პირდაპირ ეთერში „ლელოს“ და „მოქალაქეების“ ლიდერები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილი დაადანაშაულა ოპოზიციის შეხვედრიდან დამახინჯებული ინფორმაციის გადატანასა და სიცრუეში, ასევე, „ქართული ოცნების“ დავალების შესრულებაში. საპასუხოდ, ელისაშვილმა მას „ხალხის მყვლეფავი“ უწოდა. ელისაშვილი კვლავ ირწმუნება, რომ ერთ-ერთი შეხვედრის დროს, მის კითხვაზე, თუ რა იყო მოვლენების განვითარების „მეორე სცენარი“, ხაზარაძემ უპასუხა: „ომია ძმაო და რაღაც იქნება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]