„გვაინტერესებს, რამდენად აქვს „ქართულ ოცნებას“ სერიოზული მზაობა ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით. ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას. ოთხიდან ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სამი საკითხი: პოლიტპატიმრები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება. რიგგარეშე არჩევნების საკითხის დაზუსტებას ვაპირებთ. ჩვენთვის ძალიან საინტერესეოა ფორმულა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთგვარ პლებისციტად იქცეს თვითმმართველობის არჩევნები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ის და ლევან იოსელიანი დანარჩენ ოპოზიციასთან ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებენ: „არ ვაპირებთ კინკლაობას. ვინმეს თუ ექნება ჩვენთან შეხვედრის სურვილი, იციან ჩვენი ოფისი და მოვიდნენ“.
ალეკო ელისაშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის სურვილი გუშინ გამოთქვა.