weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

76%-ის აზრით, პარლამენტის მუშაობაში ყველა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა – NDI

14:17 ორშაბათი, 25 იანვარი 2021

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ბოლო კვლევა პარლამენტისადმი მოსახლეობის დამოკიდებულებასაც ეხება. გამოკითხული მოსახლეობის 76% ეთანხმება მოსაზრებას - იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მათნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.

ამასთან, ამ მოსაზრებას ეთანხმება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა 87% (არ ეთანხმება 8%), ოპოზიციის მხარდამჭერთა 65% (არ ეთანხმება 29%) და იმ გამოკითხულთა 72%, რომელთაც არ დაასახელეს, რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს.

 

რაც შეეხება ახალი პარლამენტის მიმართ მოლოდინებს, გამოკითხულთა 41% ელის, რომ პარლამენტი იმუშავებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე, 32% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ამასთან, მხოლოდ 24% მოელის, რომ ახალი პარლამენტი უფრო აქტიურად ჩართავს მას/მისნაირ მოქალაქეებს პარლამენტის საქმიანობაში. 40% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 35%-ის პასუხია, რომ „არ იცის“.

რაც შეეხება პარტიების მხარდაჭერას, კითხვაზე – „რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს“, გამოკითხულთა პასუხები ასე განაწილდა: 31% - „ქართული ოცნება“; 25% - არცერთი პარტია; 24% - უარი პასუხზე; 5% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 5% - არ ვიცი; 9% - სხვა პარტიები. NDI განმარტავს, რომ „უარი პასუხზე“ მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, სატელეფონო მეთოდის თავისებურებით აიხსნას.

აღნიშნული კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.1% NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]