weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სატელეფონო საუბრები არ არის რეპრეზენტაბელური – ბეჟაშვილი NDI-ის კვლევაზე

16:11 ორშაბათი, 25 იანვარი 2021

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში ოპოზიციური პარტიების რეიტინგი იმის გამო არის შემცირებული, რომ სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა.

„ყველასათვის ცხადია, რომ ამ ქვეყანაში, საყოველთაო შიშის გათვალისწინებით, სატელეფონო საუბრები არ არის რეპრეზენტაბელური. იმავდროულად, მოსახლეობის 50% უარს აცხადებს გამოკითხვაში მონაწილეობაზე და პოზიციის დაფიქსირებაზე. სწორედ ამით არის განპირობებული ოპოზიციური პარტიების შემცირებული რეიტინგი. იმავდროულად, კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალურ -პოლიტიკური ვითარებაა. ქვეყანა მიტოვებულია და მთავრობა ვერ ახერხებს ამ პრობლემის მოგვარებას და საყოველთაო ნიჰილიზმს ასხივებს ეს კვლევებიც“, – აცხადებს ბეჟაშვილი.

NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, კითხვაზე – რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა პასუხები ასე განაწილდა: 31% - „ქართული ოცნება“; 25% - არცერთი პარტია; 24% - უარი პასუხზე; 5% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 5% - არ ვიცი; 9% - სხვა პარტიები. NDI განმარტავს, რომ „უარი პასუხზე“ მაღალი მაჩვენებელი, შესაძლოა, სატელეფონო მეთოდის თავისებურებით აიხსნას.

ამასთან, კვლევის მიხედვით, ოპოზიციის მხარდამჭერთა 65% თანხმება მოსაზრებას - იმისთვის, რომ ახალმა პარლამენტმა მათნაირი ადამიანების ინტერესები გაატაროს, მნიშვნელოვანია, ყველა არჩეულმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]