weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დეპუტატისთვის ნაგვის თავზე დაყრის გამო დაკავებული აქტივისტი გაათავისუფლეს

20:46 ორშაბათი, 25 იანვარი 2021

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრის გამო დაკავებულ 30 წლის ირაკლი ფანგანს პროკურატურამ ბრალი პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა.

ბრალდების წარდგენის შემდეგ დაკავებული გათავისუფლდა, ვინაიდან პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს გამოყენებას მოითხოვს. სასამართლო პროცესი ხვალ, 26 იანვარს უნდა გაიმართოს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 23 იანვარს, ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტები დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდნენ, რა დროსაც ირაკლი ჩავლეიშვილს, მისი პოლიტიკური მოღვაწეობის გამო უარყოფითად განწყობილმა ირაკლი ფანგანმა თავზე ნაგავი დააყარა, რითაც განახორციელა ირაკლი ჩავლეიშვილის დევნა ძალადობით, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ პროკურატურაში.

სამართალდამცველებმა ფანგანი გუშინ, 24 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]