weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

16:05 პარასკევი, 29 იანვარი 2021

საქართველოს პარლამენტში „მოქალაქეებისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმება გაფორმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევლენ.

„მოქალაქეების“ მხრიდან დოკუმენტს ხელს ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, ხოლო „ქართული ოცნების“ მხრიდან არჩილ თალაკვაძე და მამუკა მდინარაძე აწერენ. როგორც იოსელიანმა განაცხადა, დოკუმენტი მალე გასაჯაროვდება.

„ძალიან სწორი და პრინციპული გზა ავირჩიეთ, რომ გავაგრძელეთ მოლაპარაკებები. მოლაპარაკებამ გამოიღო კონკრეტული შედეგი. ჩვენ ეს დავინახეთ გუშინაც და დღეს ხელში მიჭირავს დოკუმენტი, რომლის მოპოვებაც არ იყო იოლი.

ამ შეთანხმებაში, რომელიც სულ მალე გასაჯაროვდება, ყველაფერია ასახული, რაზეც მეოთხე რაუნდზე, ელჩების თანდასწრებით ოპოზიცია და მმართველი პარტია შეთანხმდა. ეს არის საარჩევნო სისტემა, საარჩევნო რეფორმა.

ერთი საკითხი, რომელზეც ვიცით, რომ შეთანხმება ვერ შედგა, არის ვადამდელი არჩევნები, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ წამოვიღეთ ისეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნებს დაუბრუნებს ნდობას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისივე თქმით, დოკუმენტში არის დათქმა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო რეფორმას ითვალისწინებს, პარლამენტში ინიცირეული იქნება პირველ მარტამდე და მაისის ბოლომდე მოხდება მათი მიღება.

„თუ ინიცირება არ მოხდა პირველ მარტამდე, ისე დავტოვებთ საქართველოს პარლამენტს, როგორც აქ შემოვედით“, – აღნიშნა იოსელიანმა.

მისივე თქმით, დღეს ხელმოწერილი დოკუმენტი ღიაა და სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც შეუძლით, შეუერთდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]