weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ორმა კაცმა რაც შევძელით მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“ – ელისაშვილი

16:37 პარასკევი, 29 იანვარი 2021

„ორმა კაცმა რაც შევძელით მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“ და დანარჩანი ოპოზიცია – 54 დეპუტატია გარეთ დარჩენილი. ისინიც შემოვიდნენ, დაელაპარაკონ, იმუშაონ და დავასრულოთ ეს ყველაფერი“, – განაცხადა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის შემდეგ.

„მოქალაქეებმა“ და მმართველმა პარტიამ დღეს შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი მეათე მოწვევის პარლამენტში შევლენ.

„შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ეს დოკუმენტი არის საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებაზე: ნებისმიერი კარუსელის პრევენციისთვის იქნება ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით; 3800-ვე უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას 5 საათის შემდეგ; სამი კამერა იქნება და ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა ოფისებიდან დააკვირდნენ არჩევნებს; გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე; ცესკოში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი – არა 3 პარტია, როგორც დღეს არის – „ნაცინალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“, არამედ შვიდივე ოპოზიციური პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა; ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე საკანონმდელო ცვლილებების ინიცირება პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, განხილვა კი მაისამდე დასრულდეს.

„თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება, როგორც შემოვედით პარლამენტში, ისე გავალთ“, – ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით, შეთანხმებაში საარჩევნო ბარიერის დაწევაზეც არის საუბარი, თუმცა ამ საკითხზე კანონში ცვლილების შესატანად საკონსტიტუციო უმრავლესობაა საჭირო: „აქ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობა დანარჩენმა ოპოზიციამ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]