weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

პარლამენტში თავაწეულები შემოვედით, რადგან 4 პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია – ელისაშვილი

11:57 სამშაბათი, 02 თებერვალი 2021

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი დღეიდან პარლამენტის საქმიანობაში ჩაერთვებიან. დღეს მეათე მოწვევის პარლამენტი პირველ საგაზაფხულო სესიას გახსნის.

„ჩვენ აქ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით იმიტომ, რომ 4 პოლიტპატიმარი, ვიზეც ვლაპარაკობდით, გათავისუფლებულია. ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მხოლოდ მე და ლევანი შემოვრჩით და იმ მოლაპარაკების შემდეგ გამოვიდა ბოლოს ის ორი ადამიანი. ასევე, გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც, სინამდვილეში, ამ ქვეყნის პერსპექტივაა. პირველ რიგში, ჩვენ ვაპირებთ სწორედ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას და ამაზე მუშაობას“, – განაცხადა ელეკო ელისაშვილმა.

ლევან იოსელიანმაც თქვა, რომ მოლაპარაკების გაგრძელება მნიშვნელოვანია და მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, დღევანდელ სხდომაზე მხარი არ დაუჭიროს 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

„ჩვენ ვთვლით, რომ პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, თუ „ქართული ოცნება“ დატოვებს სივრცეს მოლაპარაკებისთვის და მხარს არ დაუჭერს მათი მანდატების გაუქმებას. ჩვენ გვგონია, რომ საბოლოო ჯამში, ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი არის მოლაპარაკებების გაგრძელება. ჩვენ ეს დავამტკიცეთ – გავაგრძელეთ მოლაპარაკებები, ბოლომდე მივიყვანეთ და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი მონაპოვარი. ეს არის სრულიად ოპოზიციის მონაპოვარი, მათთან ერთად შედგენილი დოკუმენტია და დღეს მგონია, რომ ამ მოლაპარაკების გაგრძელება ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადალევან იოსელიანმა.

დღევანდელ პლენარულ სხდომა 12:00 საათზე დაიწყება და პარლამენტის წევრები პირველ რიგში განიხილავენ 51 დეპუტატის განცხადებას, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]