weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თბილისის მერია დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდნეტს დააფინანსებს – კალაძე

10:48 ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2021

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში რეგისტრირებულ დამატებით ათასამდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, მერიისგან სწავლის დაფინანსება მიიღოს. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, დაფინანსების მოცულობა დამოკიდებული იქნება აკადემიურ მოსწრებასა და სოციალურ ქულაზე.

„2015 წლიდან ფინანსდებიან ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში იყო 70 000 ქულა ან ნაკლები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩვენი ინიციატივით, ბენეფიციართა რაოდენობა იზრდება, დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ქულა ან ნაკლები ქულა აქვთ.

ამ ინიციატივის შედეგად, დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, თბილისის მერიისგან მიიღოს სწავლის დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის 2250 ლარი, ხოლო სემესტრულად 1125 ლარი. ამ თანხის რამდენ პროცენტს მიიღებს სტუდენტი, დამოკიდებული იქნება როგორც მის აკადემიურ მოსწრებაზე, კერძოდ, სემესტრულ ქულაზე, ისე სოციალურად დაუცველთა ბაზაში სარეიტინგო ქულებზე“, – განაცხადა კალაძემ.

2020 წლის ბოლოს, საქართველოში სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვმა 76 172 შეადგინა, აქედან 30 343 სტუდენტს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო აქვს შეჩერებული.

საქართველოს მთავრობას სტუდენტებმა ელექტრონული პეტიციითაც მიმართეს და მოითხოვეს, განათლების საშუალება მიეცეთ. პეტიციაში, რომელსაც 10 504 ხელმომწერი ჰყავს, აღნიშნულია, რომ კოვიდპანდემიის პირობებში სტუდენტებმა და მათმა ოჯახებმა შემოსავალი დაკარგეს, რის გამოც სწავლის საფასურის გადახდას ვეღარ ახერხებენ და იძულებულნი არიან, უარი თქვან განათლებაზე.

 

 

 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]