„ძლიერ ვისურვებდი ელჩი ჰარცელის მიღებას საქართველოს პარლამენტში, რათა განგვეხილა მისი დღევანდელი განცხადება ჩემთან (საქართველოს პარლამენტის წევრი) დაკავშირებით“, – წერს წულუკიანი სოციალურ ქსელში.
კარლ ჰარცელმა დღეს აღნიშნა, რომ ტელეფონის ნომრის გასაჯაროება უსიამოვნო სიურპრიზი იყო.
„ძალიან ფრთხილი ვიქნები, მაგრამ ღიად ვიტყვი, რომ როდესაც ეს მოვისმინე გუშინ, ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი იყო. როგორც ყველამ ვიცით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა. ეს არაეთიკურია და ეს ჩემი განსასჯელი არ არის, როგორც ვიცი, სახელმწიფო ინსპექტორი მონაცემთა დაცვის კუთხით სწავლობს ამ შემთხვევას. ასე რომ, ვნახავთ, რა იქნება მათი შეფასება“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
გუშინ, 2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა პარლამენტში შესულ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს მიმართა და ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომერიც გამოაცხადა.
„შემომატებულ დეპუტატებს მინდა მივულოცო დეპუტატის მანდატზე პასუხისმგებლობის აღება და პარლამენტში შემობრძანება. ბატონო ალეკო, თქვენ აქ გვაჩვენეთ დემოკრატიის მაღალი სტანდარტი, როგორ უნდა იურთიერთო ხალხთან. მეც მინდა ნომერი ჩაგაწერინოთ. ოღონდ ეს ჩემი ნომერი არ არის, ნიკა გვარამიას ნომერია. დაურეკეთ და ის რასაც გიკარნახებთ – გაყალბდა თუ არა არჩევნები – იმაზე ისაუბრეთ ამ პარლამენტში. თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?! ეს რიტორიკული კითხვა იყო“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ამ თემაზე:
წულუკიანმა წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული არხის დირექტორის წინააღმდეგ – TI