weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გენრი დოლიძემ პარტია „მოქალაქეები“ დატოვა

10:06 ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2021

პოეტმა, პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა 2020 წლის არჩევნებზე, გენრი დოლიძემ პარტია დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საერთო მიზნისკენ სავალ გზას ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანისგან განსხვავებულად ხედავს.

„ხანგრძლივი ფიქრის და განსჯის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „მოქალაქეები“, ოჯახი, რომლის მშენებლობაშიც სული და გული ჩავდე ჩემს მეგობრებთან ერთად“, – წერს დოლიძე.

მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის უანგარობასა და პატრიოტიზმში არასდროს შეპარვია ეჭვი.

„პირიქით, ბევრი რამ შიგნიდან მაქვს ნანახი და ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისი გადასახედიდან შეგნებულად წავიდნენ მსხვერპლზე იმიტომ რომ ასე სწამთ!.. მე, უბრალოდ, სხვანაირად ვხედავ საერთო მიზნისკენ სავალ გზას“, – აცხადებს გენრი დოლიძე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო აქტივიზმს დაუბრუნდება.

ცოტა ხნის წინ, „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შედეგად, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მიაჩნია, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, თუმცა პარლამენტში შევიდნენ იმიტომ, რომ ეს „საქართველოს ისტორიაში ბოლო გაყალბებული არჩევნები“ იყოს. „მოქალაქეებში“ მიიჩნევენ, რომ ამის შესაძლებლობას „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულება იძლევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]