weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გაირკვა, რომ ელჩის განცხადება მისი პირადი აზრია და არა ევროკავშირის პოზიცია – წულუკიანი

16:23 ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კომენტარი „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროებასთან დაკავშირებით, ელჩის პირადი პოზიციაა და არა ევროკავშირის. ამის შესახებ წულუკიანმა კარლ ჰარცელთან პარლამენტში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ელჩი პარლამენტში თეა წულუკიანის მიწვევით მივიდა.

„ეს შეხვედრა იყო საინტერესო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ნაყოფიერი იმიტომ, რომ ამ შეხვედრის დროს გაირკვა, როგორც მან აღნიშნა, მისი გუშინდელი განცხადება ჩემთან და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით არის მისი პირადი პოზიცია, მისი პირადი აზრი. ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს და დადასტურდა კიდეც, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კარლ ჰარცელმა აღნიშნა, რომ ასეთ შეხვედრებს მიესალმება, თუმცა შეხვედრა დახურული იყო და ამიტომ მოლაპარაკებების დეტალებზე ვერ ისაუბრა. როგორც ელჩმა თქვა, ის თავის გუშინდელ განცხადებას მხარს უჭერს.

„ჩემთვის ამგვარი საკითხი არის უფრო ფართო საკითხი და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის წარმოჩენა მედიაში. არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები, როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური დისკუსია. შეხვედრის შესახებ მეტს არაფერს ვიტყვი. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, როგორ წარიმართება დისკუსია“, – განაცხადა ჰარცელმა.

გუშინ, ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადება უსიამოვნო სიურპრიზი იყო. მისივე განცხადებით, პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა და ტელეფონის ნომრის გასაჯაროება არაეთიკურია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]