weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ჩემი განცხადება შედეგიანი იყო, რადგან მას შემდეგ ნიკა გვარამია წკავწკავებს – წულუკიანი

17:51 ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2021

„ქართული ოცნების“ დეპუტატისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადება პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი იყო.

„ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკისა და პაექრობის ნაწილი, ეს არის ჩემი პროფესია. ვფიქრობ, შედეგიანია, იმიტომ, რომ მას შემდეგ ბატონი ნიკა გვარამია წკავწკავებს, ესე იგი, შედეგიანია.

თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ის ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შევიდა არის გვამები და მე თუ ვიტყვი, რომ არა ესენი კი არ არიან გვამები, არამედ ვინც არ შემოდის პარლამენტში ისინი არიან გვამები, ნიკა გვარამია აწკავწკავდება და ამას სიუჟეტებს მიუძღვნის. თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, ნიკა გვარამია კვლავ, მორიგჯერ აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია“, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

2 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თეა წულუკიანმა პარლამენტში შესულ ოპოზიციონერ დეპუტატს, ალეკო ელისაშვილს მიმართა და ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომერიც გამოაცხადა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, წულუკიანმა არა მხოლოდ დაარღვია პერსონალური ინფორმაციის დამუშავების პრინციპები, არამედ კიდევ ერთხელ წაახალისა ნეგატიური კამპანია კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმაც და თქვა, რომ წულუკიანის განცხადება მისთვის უსიამოვნო სიურპრიზი იყო. კარლ ჰარცელის განმარტებით, დეპუტატის საქციელი არაეთიკური იყო, რადგან პირადი ინფორმაციის დაცვა ფუნდამენტური უფლებაა.

 

ამ თემაზე:

გაირკვა, რომ ელჩის განცხადება მისი პირადი აზრია და არა ევროკავშირის პოზიცია – წულუკიანი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]