weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

რუსეთის დელეგაციამ ცხინვალის ე.წ. პარლამენტს სრულფასოვანი მუშაობისკენ მოუწოდა

12:43 პარასკევი, 05 თებერვალი 2021

ოკუპირებულ ცხინვალში ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, კონსტანტინე კოსაჩოვი ხელმძღვანელობს.

რუსული მედიის ცნობით, კოსაჩოვი თავისი დელეგაციით თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს და ე.წ. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს პიოტრ გასიევს შეხვდა.

კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადებით, ცხინვალში ჩავიდნენ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ორივე პალატის ხელმძღვანელობის დავალებით, რათა სრული მოცულობით აამუშაონ „ტრადიციულად მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირების მექანიზმი“.

კოსაჩოვის თქმით, ჯერ კიდევ 2019 წელს, ბოლო შეხვედრების დროს დასახული გეგმები არ განხორციელებულა, რასაც ხელს უშლის როგორ ობიექტური მიზეზები, მათ შორის პანდემია, ისე – სუბიექტური.

„სექტემბრიდან მოყოლებული ჩვენ დავიწყეთ საპარლამენტო თანამშრომლობის განახლება ბევრ ქვეყანასთან, მაგრამ სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში სხვა სიტუაციაა. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი არ შეიკრიბა საშემოდგომო სესიაზე და ჯერ არ შეკრებილა საგაზაფხულოზე. ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ, ეს ხელს უშლის არა მხოლოდ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, არანედ მთლიანად სახელმწიფოთაშორის მიზნებს“, – განაცხადა კოსაჩოვმა.

მან მოუწოდა ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს, ემოციებს გადააბიჯონ და მუშაობას დაუბრუნდნენ.

„ჩვენ ძალიან დაინტერესებული ვართ სამხრეთ ოსეთის სტაბილური, პროგრესული განვითარებით. ამის გარანტია, რა თქმა უნდა, ხელისუფლების ქმედითუნარიანობაა. ყველა ინსტიტუტმა უნდა იმოქმედოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ ძალაუფლების საპრეზიდენტო შტო ზუსტად ასე მუშაობს. ჩვენ გვსურს, რომ ხელისუფლების ყველა ინსტიტუტმა მუშაობა სწორედ ასეთ რეჟიმში დაიწყოს“, – განაცხადა კონსტანტინე კოსაჩვმა.

ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი სხდომებს ბოიკოტს უცხადებს, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომის თაობაზე. ე.წ. გენერალური პროკურორის გადადგომის მოთხოვნას წინ უძღოდა დე ფაქტო შს მინისტრის, იგორ ნანიევის სამსახურებრივი ავტომობილის დაცხრილვის საქმეზე დაკავებული 28 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალება. დროებითი მოთავსების იზოლატორში ნაწამები ჯაბიევი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]