weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლევან კობერიძემ „ლელო“ დატოვა

14:07 ორშაბათი, 08 თებერვალი 2021

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლევან კობერიძემ დატოვა. მისი განმარტებით, მას პარტიის ნაბიჯებთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები აქვს.

„ლელოს“ პოლიტიკურ პოზიციებთან თუ ნაბიჯებთან დაკავშირებით გარკვეული განსხვავება ხედვებში ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის მიწურულიდან დაიწყო. მთელი ჩემი მცდელობა იქეთ იყო მიმართული, რომ ქართულ ორპოლუსიან პოლიტიკურ ველზე გაჩენილიყო ახალი, ალტერნატიული ძალა, ამ ორპოლუსიანობის საპირწონედ.

რეალურად, მოსახლეობის დიდი ნაწილის მთავარი მოთხოვნა, გაგვესტუმრებინა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მობრუნების გარეშე, შეუსრულებელი დარჩა.

„ლელოსთან“ ერთად არჩევნებში ჩემი მონაწილეობაც სწორედ ამ მცდელობის ნაწილი იყო. თუმცა, ჩემი აზრით, სხვა რეალობის წინაშე დავდექით, რამაც განაპირობა საბოლოო გადაწყვეტილება, დამეტოვებინა პარტია“, – განაცხადა ლევან კობერიძემ.

ლევან კობერიძე „ლელოს“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეუერთდა და ამ პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდა ვაკის რაიონში.

2016-2020 წლებში ლევან კობერიძე საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2016 წლის არჩევნებზე ის „ქართული ოცნებიდან“ გლდანი-მუხიანის მაჟორიტარად აირჩიეს. 2019 წლის მაისში ლევან კობერიძემ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]