weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კერძო სექტორს უფრო ადრე შევთავაზეთ, ვაქცინის შემოტანაზე ემუშავა – გამყრელიძე

10:03 სამშაბათი, 09 თებერვალი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხელისუფლებამ კერძო სექტორს ადრევე შესთავაზა, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანაზე ემუშავათ, თუმცა მწარმოებლებმა მათ უარი უთხრეს.

ამის შესახებ გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ისაუბრა, სადაც მთავრობის მიერ ვაქცინის შემოტანის პროცესს აკრიტიკებდნენ.

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს 2.5 მილიონი დოზა ვაქცინა სჭირდება და ამ დროისთვის ქვეყანას კონტრაქტი 1 400 000 დოზაზე აქვს გაფორმებული.

„ეს უფრო ადრე შევთავაზეთ კერძო სექტორს – ყველამ იმუშავეთ ყველა მწარმოებელთან, რომ ქვეყანაში ვაქცინა შემოიტანოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც Pfizer-ი, არც AstraZeneca და არც Moderna, არცერთი ჯერ კერძო... ისინი ვინც ყიდიან დღეს არიან თაღლითები, შუამავლები, არ დავასახელებ იმ ქვეყნებს. ჯერჯერობით ყიდიან და ამის ძალიან ძლიერი კონტროლია. ალბათ ევროკავშირის პრეზიდენტის გამოსვლა მოისმინეთ ევროკავშირიდან როგორი ემბარგო ადევს ვაქცინების გარეთ გასვლას. იმიტომ, რომ კოვიდის ვაქცინა დღეს იქცა დიდი სახელმწიფოების, არ დავასახელებ ვისი, ხელში იქცა პოლიტიკურ იარაღად.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ძალიან უჭერს მხარს საქართველოს და როგორც საშუალო მაღალ განვითარებული ქვეყანა სწორედ მათი მხარდაჭერით აღმოჩნდა იმ 4 ქვეყანას შორის, რომელსაც პირველი ლიმიტირებული Pfizer-ი მიეცა. ეს მარტივი არ იყო. მარტში, ცოტა ნაადრევად AstraZeneca შემოვა ქვეყანაში გარკვეული დოზებით და შემდგომ ეს განივრცობა 1 400 000. რაც ისმოდა, რომ AstraZeneca 65 წლის ზემოთ აღარ შეძლებაო, ამას ჩვენც ვკითხულობთ და ვიცით, მაგრამ ველით ევროკავშირის სამედიცინო კომისიის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას. თუ ეს მართლა ასე იქნა, შესაბამისად შეიცვლება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ ქვეყანაში კომერციული ვაქცინა შემოვდეს. მათი განცხადებით, ერთი მხრივ, ეს დააჩქარებს ვაქცინაციის პროცესს და მეორე მხრივ, იქნება შეღავათი ღარიბი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისათვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]