weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კახეთის გუბერნატორად ირაკლი შიოშვილი დაინიშნა

20:39 სამშაბათი, 09 თებერვალი 2021

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად ირაკლი შიოშვილი დაინიშნა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა გუბერნატორის მოვალეობას ასრულებდა.

ირაკლი შიოშვილი 2016 წლიდან კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე იყო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ირაკლი ქადაგიშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა თელავის მუნიციპალიტეტში.

2014-2016 წლებში ირაკლი შიოშვილი შპს „მობიტელის“ (ბილაინი) კახეთის რეგიონალური ფილიალის დირექტორად მუშაობდა, 2010-2013 წლებში – საქართველო-ბელარუსიის სავაჭრო-ეკონომიკური სააგენტოს პროექტის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2007-2009 წლებში ტელევიზია „გლობალ TV“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა ეკავა.

კახეთის გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ქადაგიშვილმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მეორე ტურში გაიმარჯვა და „ქართული ოცნებიდან“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ახალი გუბერნატორები კახეთის გარდა კიდევ ხუთ რეგიონში დანიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]