weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ელჩებს გაყალბება ვერ დავუმტკიცეთ და ახლა გიჟებივით გამოვიყურებით – ხვიჩია

01:14 ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021

„ჩვენ ჩვენს ყველაზე ერთგულ პარტნიორებს და მეგობრებს - ელჩებს გაყალბება ვერ დავუმტკიცეთ და ახლა გამოვიყურებით გიჟებივით იმ ხალხის თვალში, როდესაც ვამბობთ, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას ვლაპარაკობთ ტელევიზორში“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

„სანამ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდაზე ამაში ვერ ვარწმუნებთ ფასილიტატორებს, მე რომ ჯიუტად ვიძახო „არჩევნები გაყალბდა“ (მიუხედავად იმისა, მე რა მჯერა შინაგანად) არ მგონია კორექტული. დანაშაულს რომ აბრალებ ვიღაცებს, უნდა დაუმტკიცო. იმედი გვქონდა ჩვენი კოლეგების „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“. 11 ათასი კაცი ჰყავდათ დამკვირვებლიანად, კომისიის წევრიანად და ყველაფრიანად. მაგათი ხელმოწერა აქვს იმ ოქმებს, რომელზეც იძახით, გაყალბებულიაო“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუკი არჩევნების გაყალბების საკითხი „გირჩისთვის“ მოხსნილია, მაშინ, რატომ არ შედიან პარლამენტში, ხვიჩიამ განმარტა:

„ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ვეთანხმებით საერთაშორისო პარტნიორებს, „ქართულ ოცნებას“ თვითკრიტიკაში, რომ არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით და ისეთი ხარვეზებით, რომ პარლამენტში შესვლა გახდა სირცხვილი.

ასეთი ხარვეზებით ჩატარებული არჩევნების საკომპენსაციოდ, ასეთი ბულინგის და რაღაცების მსხვერპლი რომ აღმოჩნდნენ პარტიები, რომლებიც რისკავენ პარლამენტში შესვლას, გვინდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი უხერხულობისთვის პასუხი აგოს“.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ მოლაპარაკების მაგიდაზე განსახილველად „ქართული ოცნება“ „დადებს სრულად პროპორციულ უბარიერო არჩევნებს, „გირჩის“ სიით ოთხი კაცი შევა პარლამენტში და მათ კოლეგების შეყვანის სურვილიც ექნებათ.

ამასთან, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ მისი ყველაზე გავლენიანი თანამოაზრე ბიძინა ივანიშვილია.

„მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი კაცი საქართველოს ისტორიაში, ვისაც ეს იდეა თავში მოუვიდა და ზოგადად თქვა. მერე ეს რომ არ და ვერ განახორციელა, ამის გამო მან ცალკე კრიტიკა მიიღო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]