weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„რესპუბლიკელები“ მზად არიან პარლამენტში ხმა მისცენ უბარიერო საარჩევნო სისტემას

18:19 ოთხშაბათი, 10 თებერვალი 2021

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრები – ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია მზად არიან, მხარი დაუჭირონ უბარიერო სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტს, თუ მას „ქართული ოცნება“ პარლამენტში დაარეგისტრირებს.

როგორც სამნიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განმარტა, „რესპუბლიკელები“ კონკრეტული კენჭისყრებისთვის შევლენ პარლამენტში და ხმას ქვეყნის მომავალს მისცემენ. სამნიძის თქმით, ეს არ ნიშნავს პარლამენტში დარჩენას და მუშაობას.

„თუ ხელისუფლება ბედავს და მზად არის შემოგვთავაზოს უბარიერო, ანუ ბუნებრივი ბარიერით პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, „რესპუბლიკელები“ მზად ვართ, რომ ამ კანონპროექტის კენჭისყრის დროს, სამი მოსმენით, მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა და მხარი დავუჭიროთ.

ამას აქ ვამბობ პირველად და დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციიდან ჩვენი კოლეგები გაითვალისწინებენ ამ რეალობას, რომ ამით „ქართულ ოცნებას“ უნდა შევუტიოთ. ჩვენ ვართ ახლა სტაგნაციაში, გვაქვს ბევრი ფრონტი“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

უბარიერო, სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა პარტია „გირჩიც“, რომელსაც არჩევნების შედეგად 4 საპარლამენტო მანდატი აქვს მოპოვებული. როგორც პარტიის ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, თუ მოლაპარაკების მაგიდაზე განსახილველად „ქართული ოცნება“ „დადებს სრულად პროპორციულ უბარიერო არჩევნებს, „გირჩის“ სიით ოთხი კაცი შევა პარლამენტში და მათ კოლეგების შეყვანის სურვილიც ექნებათ“.

„ქართული ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დადგინდება 5%-იანზე დაბალი, არაუმეტეს 3%-იანი საარჩევნო ბარიერი. იქვე აღნიშნულია, რომ ბარიერი დაზუსტდება შესაბამისი კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო და საპარლამენტო განხილვების ფარგლებში.

კონსტიტუციური კანონპროექტის მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ამ დროისთვის კი პარლამენტში მხოლოდ 96 დეპუტატია, საიდანაც 90 „ქართული ოცნების“ წევრია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]