weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა

12:51 ხუთშაბათი, 11 თებერვალი 2021
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თავისუფალი მიმოსვლის თითქმის ერთწლიანი შემზღუდავი რეჟიმის შემდეგ, დღეიდან ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას (თავდაპირველად გარკვეულ კატეგორიებს) საშუალება ექნება, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდეს.

„ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმომსვლელთათვის საკარანტინო ვადა პირველ თებერვლამდე განისაზღვრებოდა 12 დღის ვადით, ამიერიდან კი ოკუპირებული რეგიონებიდან გადმომსვლელთათვის შექმნილი იქნება შესაბამისი პირობები, სადაც ისინი 5 დღეს დაყოფენ საკარანტინო სივრცეში. PCR ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, საკარანტინო სივრცე დატოვონ“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ენგურის ხიდზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შექმნილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, განთავსებულნი არიან ზოგადი პროფილის სამედიცინო პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გადმოსული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების და შესაბამის დაწესებულებებში ტრანსპორტირების შესაძლებლობას იძლევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]