weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარაში დაშვებულ შეცდომას აღარ გავიმეორებთ – ტიკარაძე მთის კურორტების გახსნაზე

10:24 პარასკევი, 12 თებერვალი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ზამთრის კურორტების თებერვალში გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მთავრობა აჭარაში, გასულ ზაფხულს დაშვებულ შეცდომას არ გაიმეორებს.

„მოგეხსენებათ, რომ ტიროლში (კურორტი ავსტრიაში) გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეული რისკები აიღეს საკუთარ თავზე, საკმაოდ წარუმატებელი იყო ეს გადაწყვეტილება. განმეორებით იმ შეცდომას, რაც დავუშვით აჭარაში, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ.

ზამთრის კურორტები 2020 წლის 28 ნოემბრიდან ჩაკეტილია – მთავრობის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აკრძალულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, ხოლო სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

ზამთრის კურორტების გახსნა არაერთხელ მოითხოვეს ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა.

 

ამ თემაზე:

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]