weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ზურაბ ჭიაბერაშვილი პოლიტიკიდან მიდის

17:32 პარასკევი, 12 თებერვალი 2021

პარტია „ევროპული საქართვლოს“ წევრი და ყოფილი პარლამენტარი ზურაბ ჭიაბერაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამასთან დაკავშირებით განცხადება მან საკუთარ ბლოგზე დღეს გამოაქვეყნა.

„თუ რადიკალური ცვლილებები გვინდა, ყველამ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ – ოპოზიციამ, ცალკეულმა პარტიებმა, თითოეულმა პიროვნებამ. ფაქტია, რომ ამ სახით გარღვევა არ ხდება.

ამიტომ აუცილებლობად მიმაჩნია, გვერდზე გაწევით (და არა უკანდახევით), გზა დავუთმოთ მომავალ თაობას. ჩემს გარშემო უამრავ ახალგაზრდას ვხედავ, რომელსაც მე ვანდობდი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმეების მოგვარებას.

გამოცდილება, რაც საჯარო სამსახურში 17-წლიანი მუშაობით დამიგროვდა, ეკუთვნის იმ ქვეყანას, რომლის სამსახური ჩემთვის პატივია. სოციალური მედია იძლევა იმის საშუალებას, რომ პერიოდულად ჩემი აზრი დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო“, – წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში იყრიდა კენჭს, თუმცა პირველ ტურში დამარცხდა.

2016-2020 წლებში ჭიაბერაშვილი საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2012 წელს ეკავა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობა. ზურაბ ჭიაბერაშვილი 2012-13 წლებში იყო კახეთის გუბერნატორი, 2011-12 წლებში კი – საქართველოს ელჩი შვეიცარიასა და ლიხტენშტეინში. 2005 წლიდან 2010 წლამდე იგი იკავებდა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას, ხოლო 2004-05 წლებში იყო თბილისის მერი, 2003-04 წლებში თავმჯდომარეობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]