weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა - პრეზიდენტი

10:41 შაბათი, 13 თებერვალი 2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქობულეთის რაიონში 14 წლის გოგონას თვითმკვლელობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა ძალადობა არ წახალისდეს.

„14 წლის გოგონას თვითმკვლელობა ტრაგედიაა! ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა!

დამნაშავე უნდა დაისაჯოს, რათა არ წახალისდეს ძალადობა. მსგავსი საკითხების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს მკაცრი და ცალსახა!“,
– აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში 14 წლის გოგონამ თავი 9 თებერვალს ჩამოიხრჩო. ორი თვით ადრე გოგონამ პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ის 24 წლის მამაკაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თითქმის ორი თვე გააჭიანურა და მამაკაცი მხოლოდ მას შემდეგ დააკავა, რაც ბავშვმა თავი მოიკლა. დაკავებულს ბრალად ედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა.

გარდაცვლილის დედის თქმით, არასრულწლოვანს მისმა ნათესავებმა სასტიკად სცემეს მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ მას სექსუალური კავშირი ჰქონდა. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიება გრძელდება გოგონას მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

 

ამ თემაზე:

14 წლის გოგონამ თავი გამოძიების გაჭიანურების გამო მოიკლა - ახალი დეტალები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]