weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

„ქართული ოცნება“ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს

09:39 კვირა, 14 თებერვალი 2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს. როგორც მდინარაძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ ამოცანაა, კანონის უზენაესობა უზრუნველყოს, დაიცვას თანასწორობის პრინციპი და მართლმსაჯულების აღსრულება არ შეაფერხოს.

მდინარაძის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიზანმიმართულ პროვოკაციას უწყობს „მართლმსაჯულების სისტემას, სახელმწიფოს და საზოგადოების ნდობას ინსტიტუტების მიმართ“.

„მელიამ საკუთარი თავი ასეთი ალტერნატივის წინაშე დააყენა - უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება. ჩვენ, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას.

შესაბამისად, მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი, პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი.

დღეს, ერთადერთი ადამიანი, ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება, რომ კარგად გაიაზროს საკუთარი გადაწყვეტილება“, – განაცხადა მდინარაძემ.

მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო – 40 ათასი ლარი არ გადაიხადა, პროკურატურამ მის მიმართ უფრო მკაცრი ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების მოთხოვნა გადაწყვიტა და 12 თებერვალს თანხმობისთვის პარლამენტს მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია პარლამენტში შესვლაზე ორ თვეზე მეტია უარს აცხადებს, მას დეპუტატის მანდატი ამ დრომდე გააჩნია. კანონმდებლობით კი, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით.

მელია ირწმუნება, რომ გირაოს არ გადაიხდის.

„ვერ დამიჭერთ, რადგან საქმე ჩემს დაჭერას კი არ ეხება, ეხება იმ თავისუფლების იდეის დაჭერას, რომელმაც სპონტანურად იფეთქა 20 ივნისის ღამეს და ათასობით აღშფოთებული ადამიანი გაგვაერთიანა“, – ამბობს მელია, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]