weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიცია თბილისსა და რეგიონებში აქციების გამართვას გეგმავს

15:08 ორშაბათი, 15 თებერვალი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ოპოზიციური პარტიები თბილისში, 25 თებერვალს საპროტესტო მსვლელობის, 31 მარტს კი მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავენ. ამის შესახებ ოპოზიციის ლიდერებმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში დღეს გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

„25 თებერვალს გაიმართება პირველი აქცია. ამ აქციის მთავრი მოთხოვნა იქნება რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთი წევრის, გიგა ბოკერიას თქმით, 25 თებერვლისა და 31 მარტის შუალედში რამდენიმე აქცია გაიმართება რეგიონებშიც, რასაც თბილისში ცენტრალური აქცია მოჰყვება.

„25 თებერვლის მსვლელობას, რა თქმა უნდა, სიმბოლური დატვირთვა აქვს. 100 წლის წინ მოხდა ყველაზე დიდი ტრაგედია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც ჩვენ თავისუფლება დავკარგეთ. ივანიშვილის რეჟიმი და მისი სამარცხვინო გარემოცვა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიას უქმნის საფრთხეს, მათ შორის არჩევნების მოპარვით“, – განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციის შეხვედრა მალევე დატოვეს პარტია „გირჩის“ ლიდერებმა იაგო ხვიჩიამ, ვახტანგ მეგრელიშვილმა და სანდრო რაქვიაშვილმა.

„ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე არა თუ პასუხები არ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს. ოპოზიციას ჰგონია, რომ ჩვენ ვართ „ქართული ოცნება“ და ცუდად გველაპარაკებიან“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

„გირჩის“ აზრით, „ლეიბორისტულ პარტიის“ ოფისში მყოფი პარტიები „მიშას თამაშს“ თამაშობენ და ნიკა მელიას საქმის გამოყენებით საპროტესტო მუხტის შექმნას ცდილობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]