weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გავაჩენთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს, გავაცოცხლებთ მივიწყებულ კურორტებს – ცქიტიშვილი

16:23 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

„აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმის განვითარებისთვის. შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას ძველი კურორტების გასაცოცხლებლად და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ქვეყანაში გავაჩენთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს, გავაცოცხლებთ მივიწყებულ კურორტებს“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას.

როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მასშტაბურ პროექტებთან ერთად განვითარდება შედარებით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას.

„აბასთუმნის, ბაკურიანის ურბანული განახლების მასშტაბური პროექტებთან ერთად, არ ვივიწყებთ შედარებით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურას. ასეთ პროექტებს შორისაა ტობავარჩხილისა და მწვანე ტბასთან მისასვლელი გზები, ყაზბეგსა და ბორჯომში მუზეუმების რეაბილიტაცია, ონის მუზეუმის მშენებლობა, ფოკის და ზარზმის მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, წელს დასრულდება წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავება, რის საფუძველზეც დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]