weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება – მაია ცქიტიშვილი

17:59 ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2021

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და მართვის ევროპული პრაქტიკების დანერგვა.

„ჩვენი სამინისტროს მხრიდან დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას. დაგეგმილი გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება თვითმმართველი ერთეულების საკუთარი უფლებამოსილებათა განხორცილების მხარდაჭერისთვის; გაგრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემის პროცესი; გაგრძელდება ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი. ამ ეტაპისთვის ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა დასრულდა საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში, ხოლო დანერგვის პროცესი მიმდინარეობს მომდევნო 21 მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ძლიერ თვითმმართველობას ქმნიან კარგი საჯარო მოხელეები და ამისთვის გაგრძელდება მუნიციპალიტეტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს 2000-ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]