მინისტრის თქმით, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება და მართვის ევროპული პრაქტიკების დანერგვა.
„ჩვენი სამინისტროს მხრიდან დეცენტრალიზაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების ხელშეწყობას. დაგეგმილი გვაქვს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება თვითმმართველი ერთეულების საკუთარი უფლებამოსილებათა განხორცილების მხარდაჭერისთვის; გაგრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემის პროცესი; გაგრძელდება ელექტრონული სერვისების დანერგვის პროცესი. ამ ეტაპისთვის ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა დასრულდა საქართველოს 21 მუნიციპალიტეტში, ხოლო დანერგვის პროცესი მიმდინარეობს მომდევნო 21 მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ძლიერ თვითმმართველობას ქმნიან კარგი საჯარო მოხელეები და ამისთვის გაგრძელდება მუნიციპალიტეტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებები. მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, გასულ წელს 2000-ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა სხვადასხვა მიმართულებით.