weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ლიეტუვის ელჩი ოპოზიციას შეხვდა, საგარეო უწყებამ კი განცხადება გაავრცელა

14:50 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში მივიდა, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას და სხვა ოპოზიციონერ ლიდერებს შეხვდა.

როგორც ელჩმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, იქ მივიდა, რათა სოლიდარობა გამოეხატა განვითარებული მოვლენების მიმართ. ამასთან, ელჩის თქმით, შეშფოთებულია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, არაპროპორციული ზომები იქნას მიღებული.

შევედრის დასრულების შემდეგ ელჩმა თქვა, რომ ლიეტუვა, როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, ყელაფერს აკეთებს, რათა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები განახლდეს.

„ველოდები, რომ უახლოეს დღეებში ამ საკითხზე საქართველოს დელეგაციები ეწვევიან“, – აღნიშნა კალინდრამ.

ამასთან, განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. როგორც მინისტრ გარიელიუს ლანდსბერგისის განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის გადაწყვეტილება ლეგალური იმუნიტეტი შეუჩეროს ნიკა მელიას, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მისი შესაძლო დაკავება, ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობას, აჩენს კითხვებს საქართველოში შერჩევით სამართალთან და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვწუხვართ, რომ საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ დრომდე არ გამოიყენეს შესაძლებლობა უთანხმოების გადასაჭრელად, რომელიც შემოდგომაზე ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით არსებობს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ჩიხში შეიყვანს პროცესს და საზოგადოებაში დაყოფას გააღრმავებს. სიტუაციის კიდევ უფრო ესკალაცია დააზიანებს ქვეყნის მომავლის პერსპექტივებს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს სჭირდება მთავრობა, რომელსაც ექნება უნარი მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ხალხის ინტერესებში, როგორც არსებული გამოწვევების, ისე რეფორმების იმპლემენტაციის კონტექსტში, რომლის გატარებაც გაწერილია ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების შეთანხმებაში.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს უკან დაიხიოს წითელი ხაზებიდან, გამოიყენოს შესაძლებლობა სიტუაციის დეესკალაციისთვის და ეძებოს გზები სიტუაციის ნორმალიზაციისთვის, ასევე დაუბრუნდეს კონსტრუქციულ პოლიტიკურ დიალოგს“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გარიელიუს ლანდსბერგისმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]