weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2024

ძლიერი გუნდი ბიძინა ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური დანატოვარია – სუბარი

23:03 ხუთშაბათი, 18 თებერვალი 2021

„ბიძინა ივანიშვილმა დატოვა ძალიან გრძელი სკამი, ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი, რომელთა შორისაც ძალიან სწრაფად შეიძლება არჩევა პრემიერ-მინისტრისაც და ძალიან ბევრი თანამდებობის პირისაც. ეს ძლიერი გუნდი არის სწორედ მთავარი პოლიტიკური დანატოვარი „ქართული ოცნებისთვის“ ბიძინა ივანიშვილის მიერ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, სოზარ სუბარმა.

სუბარმა „რუსთავი 2“-ის ეთერში აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელდა, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და მისი ღვაწლი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებით წარმოუდგენლად დიდია.

„დღეს, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ და შემდეგ იქ, ბრიფინგზეც რომ ვიდექი, მეღიმებოდა, რომ წარმოვიდგენდი რამხელა დიდ სიხარულს გამოიწვევდა ეს ჩვენს თანაგუნდელებში, რომლებიც 2012 წლიდან მოგვყვებიან და მართლა „ქართული ოცნების“ ერთგული და თავდადებული ჯარისკაცები არიან. კიდევ უფრო მეტად მეღიმებოდა იმის გამო, რომ წარმოვიდგინე აეროპორტის გზაზე „ნაცების“ ოფისში შეკრებილი ოპოზიციის წაშლილი და ნირწამხდარი სახეები“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კრიზისი მხოლოდ 6 საათი გაგრძელდა და ამ პერიოდის განმავლობაში პარტიის წევრებს ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]