weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ადა მარშანიამ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა

13:55 პარასკევი, 19 თებერვალი 2021

ადა მარშანიამ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და პარტიის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავისთვის გაგზავნილი განცხადებაც გამოაქვეყნა.

„ბატონო დავით, პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო, გადავწყვიტე დავტოვო პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ“, – აღნიშნულია მარშანიას განცხადებაში.

ადა მარშანია საქართველოს მესამე (1992-1995 წლები), მეოთხე (1999-2004) და მეცხრე მოწვევის (2016-2020) პარლამენტის წევრი იყო. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ის „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიაში არ ყოფილა. როგორც დავით თარხან მოურავმა განაცხადა, ის და მარშანია სიაში არ იქნებოდნენ, რადგან სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით „ჩატეხილი ხიდების აღსადგენად“ გააგრძელებდნენ მუშაობას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, „პატრიოტთა ალიანსმა“ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ოთხი მანდატი მოიპოვა. პარტიის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა და პარტიის პოლიტიკური შემადგენელი პარლამენტში არ შევიდოდა. ირმა ინაშვილმა, გიორგი ლომიამ და გოჩა თევდორაძემ მანდატებზე უარი თქვეს. ოთხი მანდატი სიის დანარჩენმა წევრებმა – ავთანდილ ენუქიძემ, ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე აითვისეს. მოგვიანებით მათ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]