weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვეს

20:13 პარასკევი, 19 თებერვალი 2021

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით მიიღო.

„ეს იქნება სიმბოლური, მოკრძალებული აღნიშვნა იმ წვლილის, რაც მან შეიტანა, კონსტიტუციის შესაბამისად, დემოკრატიის და სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარების პროცესში“, – აღნიშნა თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ირაკლი კობახიძემ განუზომლად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საკონსტიტუციო რეფორმაში.

„ის პირადად, როგორც პარლამენტი წინა თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა საკონსტიტუციო რეფორმას. ეს გახლავთ რეფორმა, რომელიც არაერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სხვა მოწვევის პარლამენტებში არაერთხელ სცადა გაეტარებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. ბატონმა ირაკლი კობახიძემ შეძლო საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის მხარდაჭერით ამ რეფორმის წარმატებით დასრულება და ჩვენთვისაც საამაყოა, რომ ამ პროცესში ვიყავით ჩართული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, დაჯილდოების ნაწილია ფულადი ჯილდოც, რომელსაც ირაკლი კობახიძე საქველმოქმედო მიზნებისთვის დახარჯავს: „მე მასთან გავიარე კონსულტაცია და მინდა გითხრათ მისი სურვილის შესახებ. ბატონი ირაკლი კობახიძე გეგმავს, ეს თანხა გადაურიცხოს ონკოლოგიური დიაგნოზების მქონე ბავშვებს და დაეხმაროს მათ მკურნალობის პროცესში“.

ირაკლი კობახიძე მეცხრე მოწვევის პარლამენტს 2016 წლის 18 ნოემბრიდან თავმჯდომარეობდა და 2019 წლის 21 ივნისს გადადგა. მას თანამდებობის დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც საქართველოში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და პარლამენტის სხდომათა დარბაზში მის მიერ თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]