weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტთან აქციაზე 25 ადამიანი დააკავეს და ხელწერილით გაათავისუფლეს

21:59 პარასკევი, 19 თებერვალი 2021
ტელეკომპანია ფორმულას ფოტო ტელეკომპანია ფორმულას ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო 25 ადამიანი დააკავეს. ყველა დაკავებული გამოკითხვის შემდეგ, ხელწერილით გათავისუფლდა.

შშს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთ კანონიერ მოთხოვნას, გააგრძელეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება.

„აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოვუწოდებთ, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, თავი შეიკავონ მძიმე პროვოკაციული ქმედებებისგან, პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აცხადებს შსს.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას აპროტესტებდნენ. მათსა და სამართალდამცველებს შორის პირველი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ აქტივისტებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით შეკრებილებმა საპროტესტო წარწერის გაკეთებაც სცადეს, რასაც რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.

სახალხო დამცველის განცხადებით, კარვების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]