weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვარდების რევოლუციის შედეგად მივიღეთ ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება – ღარიბაშვილი

12:07 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ეკონომიკა ბოლომდე გაპარტახდა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, ძალიან მოკლედ გავიხსენო 90-იან წლებში არჩეული ჩვენი პირველი პრეზიდენტის, გამსახურდიას დევნით თუ შემდეგ მისი მკვლელობით, შევქმენით სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პრეცედენტი, თავიდან ვერ ავიცილეთ ძმათამკვლელი ომები, საკუთარი ხელით გავანადგურეთ ჩვენივე ინდუსტრია, განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ.

მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა. შედეგად კი, განვითარების ნაცვლად, მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება.

კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ადამიანების წამება, ყველა უფლებების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, ტერიტორიების დაკარგვითა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებით, რამაც კიდევ უფრო გაართულა კონსტრუქციული, რაციონალური პოლიტიკისა და დიპლომატიის გზით აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2011 წელს პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და მან შეძლო ის, რაც მანამდე ყველას წარმოუდგენელი ეგონა.

„გააერთიანა მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის განვითარების გეზის არსებითად შესაცვლელად, დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობის დასაწყებად. რა თქმა უნდა, უგუნური, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ, ხელის ერთი მოსმით ვერ შეიცვლებოდა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

დღეს პარლამენტი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას უყრის კენჭს. ღარიბაშვილი უკვე მეორედ დაიკავებს მთავრობის მეთაურის თანამდებობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]