weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

პირველი ვაქცინა შემოვა მარტის თვეში – ღარიბაშვილი

13:39 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ფრაქციის სხდომაზე გამოსვლის დროს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში მარტში შემოვა.

„რაც შეეხება კითხვას, როდის შემოვა ვაქცინა, პირველი ვაქცინა, როგორც მე მინისტრისგან მოვისმინე, შემოვა მარტის თვეში. წლის ბოლოს ჩვენ მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითია და ყველა მოქალაქეს, ვისაც ექნება სურვილი, უზრუნველვყოფთ ვაქცინაციას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აქამდე მთავრობას გაცხადებული ჰქონდა, რომ Pfizer-ის ვაქცინის 30 ათასამდე დოზა საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვიდოდა, რითიც დაახლოებით 14 ათასი სამედიცინო მუშაკი აიცრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]