weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რიგგარეშე არჩევნები არ განიხილება, ეს საკითხი დახურულია – ღარიბაშვილი

18:30 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რიგგარეშე არჩევნების შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.  

როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა, თუ ოპოზიციის წარმომადგენლები მოახერხებენ, გაემიჯნონ „სააკაშვილის ძალადობრივ პოლიტიკას და შანტაჟს“, მმართველ გუნდი ამას მიესალმება და მზად იქნება, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.

„მაგრამ ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს! ეს საკითხი არის დახურული! ეს საკითხი არ განიხილება!

მათ არ სურთ არც რიგგარეშე არჩევნები, არც სამართლიანი არჩევნები, არც დემოკრატიული არჩევნები, მათ სურთ ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმით შეცვლა, სწორედ ამიტომ არიან ისინი გასული კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. სწორედ ამიტომ ჩემი ამოცანა იქნება რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი, რომ არავინ არ იდგეს ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა! კანონი უნდა აღსრულდეს!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, არჩევნების გზით ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნება გამორიცხულია.

„ოპოზიციის ლოგიკა არის შემდეგი, სანამ „ქართული ოცნება“ არ წააგებს არჩევნებს, უფრო სწორად, სანამ ისინი ძალადობრივი გზით არ დაამხობენ ხელისუფლებას, მანამდე არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. მათ იციან, რომ არჩევნების გზით გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება.

არათუ ხელისუფლებაში დაბრუნება, ვფიქრობ, ძალიან მალე მათი პოლიტიკაში დარჩენაც იქნება ძალიან რთული და შეუძლებელი გახდება. მინდა მივმართო იმ კონსტრუქციულ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ოპოზიციაში არიან, რომლებიც არ შემოდიან პარლამენტში და ვიცით, რა მათი რეალური განწყობები, სხვა პარტიების წარმომადგენლების, მათ აქვთ დღესაც უნიკალური შანსი, რომ მიიღონ რეალური მონაწილეობა აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნაა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების დროს აყენებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]