weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

რაც წარმოადგინეთ სადღეგრძელოა, ეს პროგრამა არ არის – იოსელიანი ღარიბაშვილს

19:07 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ლევან იოსელიანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირკალი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი სამთავრობო პროგრამა „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“ გააკრიტიკა.

„გუშინ და გუშინ წინ შევეცადე გადამეხედა სამთავრობო პროგრამებისთვის, რომლებიც წარმოდგენილია თქვენი და წინა მთავრობების მიერ. თქვენს მიერ წარმოდგენილს ჰქვია „ევროპული საქართველოს მშენებლობისთვის“, მანამდე ერქვა - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“, გვაქვს კიდევ უსახელო პროგრამები 2019-20 წლების. ამ დოკუმენტებს რომ ვკითხულობდი, ერთი რა აღმოვაჩინე - ძალიან ბევრი რამ უბრალოდ „ქოფი ფეისთით“ არის გადმოტანილი. 2016 წლის პროგრამა კიდევ რაღაც ციფრებით და ადეკვატური დანაპირებით არის გაჯერებული.

ეს, რაც ახლა წარმოადგინეთ, ბოდიში, მაგრამ არის სადღეგრძელო. ეს პროგრამა არ არის. აქ არაფერი წერია. ისიც კი არ წერია, რაც წინა პროგრამებში ეწერა. ბიზნესი ახსენეთ და წინა პროგრამა ითვალისწინებდა, რომ ბიზნესისთვის უნდა შექმნილიყო, მაგალითად, მარტივი რეგისტრაციის პროგრამა, უნდა განხორციელებულიყო საერთაშორისო სავაჭრო-საარბიტრო პალატის ფუნქციონირება, რომელიც რეგიონული მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო (იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს ნდობა არ აქვს ჩვენს ქვეყანაში). ეს ყველაფერი ამოღებულია.

კიდევ ბევრი რაღაც შემიძლია ვთქვა. სოციალური მუშაკების თემა რატომ არის აქტუალური? ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება და იმიტომ. 2019 წლის პროგრამით, მათი რიცხვი უნდა გაზრდილიყო და რეალურად, შემცირდა. ეს ხომ არ არის მიზეზი, რომ მერე ისეთ ტრაგედიებს ვიღებთ, რაც ქობულეთში მოხდა რამდენიმე დღის წინ?

გისმენდით და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახლა, პირველად მოხვედით ხელისუფლებაში. თუ ყველაფერი ასე მდორედ მიდიოდა აქამდე, რაც თქვენი სიტყვებია, რატომ წარმოგვიდგინეთ იგივე მინიტრთა კაბინეტი? ვინც ამ მდორე განვითრების ავტორია წლების მანძილზე?“, – მიმართა იოსელიანმა ირაკლი ღარიბაშვილს.

„ქართულმა ოცნებამ“ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მეორედ მას შემდეგ წარადგინა, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარია გადადგა. მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2013-2015 წლებში უკვე ეკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]