weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არავითარი კლანი არ მაქვს და არც მქონია – ღარიბაშვილი

21:47 ორშაბათი, 22 თებერვალი 2021

„ბატონო ალეკო, როგორც ჩანს, „ნაცების“ რიტორიკას ხართ აყოლილი, თითქოს, რაღაც კლანი მაქვს, თუ კლანი მქონდა. გიპასუხებთ, რომ არ მაქვს და არც არავითარი კლანი არ მქონია“, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის შეკითხვას ე.წ. კახურ კლანთან დაკავშირებით.

რაც შეეხება, ნათესავების საკითხს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ადამიანებს სახელმწიფოსთვის ზიანი არ მიუყენებიათ.

„შეიძლება ყველაზე მეტად მე დავზიანდი. ეს ექვსი წლის წინ იყო. შეცდომა ყველას მოსდის, მეც მომდის. უშეცდომო არავინ ვართ. ფილოსოფიური საკითხია, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. აგიხსნით ჩემს მოტივაციასა და ჩემს დამოკიდებულებას. მე წესებით ვცხოვრობ. ამ ფორმატში საუბარი ალბათ ცოტა უხერხულია. მაქვს წესები ურთიერთობაშიც, ვინც არ უნდა იყოს - ნათესავი თუ ოჯახის წევრი. ვინც ამ წესებს არღვევს, ვწყვეტ ურთიერთობას“, – ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ღარიბაშვილს გაახსენა ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე წლის წინ ნათქვამი ფრაზა.

„რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა: ირაკლი ღარიბაშვილს ვაფრთხილებდი, რომ მისი მთავარი პრობლემა ნათესავები იქნებოდაო. შემდეგ თქვენც დაადასტურეთ, რომ თქვენი პრობლემა მართლაც ნათესავები იყო და თქვით, რომ ამ ხალხთან გარჩევები გქონდათ - ზოგიერთი მათგანი ჩვენთან სახლში ვერც მოდისო. თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებდით ამ ხალხს სახლში, რა დააშავეს მათ და იყო თუ არა ეს ხალხი ე.წ. კახური კლანი, როგორც მედიაში მოინათლა? იყვნენ თუ არა ისინი კორუფციულ სქემებში ჩართული? და თუ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართული, რამდენად ადეკვატურია, რომ ამ ხალხს უბრალოდ სახლში უშვებთ? იქნება მათ სისხლის სამართლის წესით უნდა ეგოთ პასუხი?“, – მიმართა ღარიბაშვილს ალეკო ელისაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ამის შემდეგ ის პრემიერ-მინისტრი გახდა. 2015 წლის დეკემბერში ღარიბაშვილი თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკაში მხოლოდ 2019 წლის მარტში დაბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]