weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

00:15 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილსა და მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა 89 ხმით 2-ის წინააღმდეგ გამოუცხადა. ნდობის მისაღებად მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი 18 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ წარადგინა. მომდევნო დღეს ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრები დაასახელა.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის  თანამდებობა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაიკავა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გახდა.

დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა. კერძოდ: შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა; საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი; ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ – მიხეილ ჩხენკელი; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]