weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნიკა მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს

08:44 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021
კადრი რადიო თავისუფლების ეთერიდან კადრი რადიო თავისუფლების ეთერიდან

თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დილიდან პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების მიზნით შენობაში შესაღწევად ისინი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის კიბეებსაც იყენებენ. შენობიდან გამოჰყავთ პარტიის წევრები და აქტივისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველები აღასრულებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილ გადაწყვეტილებას მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.

პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით“, – აცხადებს შსს.

ნიკა მელია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 17 თებერვლიდან იმყოფება. იქვე არიან შეკრებილი მისი თანაპარტიელები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. როგორც ისინი აცხადებდნენ, ნიკა მელიას ფარად აეფარებიან და პოლიციას მისი დაკავების საშუალებას არ მისცემენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]