weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დღეს საქართველომ უკან დაიხია უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე – აშშ

12:11 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021
ფოტოზე - აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ფოტოზე - აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების გამო. მათი შეფასებით, დღეს საქართველომ უკან დაიხია უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე.

აშშ-ის საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ღრმად არის შეშფოთებული მთავრობის გადაწყვეტილებით მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავების გამო ამ დილით პარტიის სათაო ოფისში.

ვწუხვართ, რომ შეერთებული შტატებისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ უგულებელყოფილი იყო.

შეძრწუნებული ვართ კრიზისის დროს საქართველოს ხელმძღვანელი პირების მიერ გამოყენებული განხეთქილების გამომწვევი რიტორიკით. ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.

დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ნიკა მელიას დაკავება კანონის აღსრულება და დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დაცვაა. მისივე თქმით ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის დასრულებას და დემოკრატიული პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]