weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დახურულ სივრცეში წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება უტოლდება წამებას – სახალხო დამცველი

15:35 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021
 ფოტო © Vakho Kareli / ფორმულა ფოტო © Vakho Kareli / ფორმულა

„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებით ე.წ. წიწაკის სპრეის, გაზის გამოყენება დახურულ სივრცეში, იქ, სადაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, რომ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ დახმარება, უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და წამებასაც კი“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს დილით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით.

ნინო ლომჯარიას თქმით, წამების პრევენციის ევროპულ კომიტეტს (CPT), 2014 წელს, საქართველოსთვის პირდაპირ აქვს გაცემული რეკომენდაცია, რომ ე.წ. წიწაკის სპრეი არ იყოს გამოყენებული დახურულ სივრცეში.

„ადამიანის უფლებათა სტანდარტით, არ შეიძლება ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენება დახურულ სივრცეში. განსაკუთრებით აკრძალულია ამ გაზის გამოყენება მათ მიმართ, ვინც არ წარმოადგენენ საფრთხეს პოლიციისთვის“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

23 თებერვალს, დილით, პოლიციამ და სპეცდანიშნულების რაზმმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების მიზნით, პარტიის ოფისში სპეცოპერაცია ჩაატარეს. შენობაში მყოფმა ადამიანებმა თქვეს, რომ მათ წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი თუ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]