weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნიკა მელიას დაკავების გამო პარლამენტთან აქცია იმართება

17:56 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021
 ფოტო © Vakho Kareli / ფორმულა ფოტო © Vakho Kareli / ფორმულა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გამო, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს და ორი კარვის გაშლაც მოახერხეს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, აპირებს, ღამე პარლამენტთან გაათიოს.

„მე, ჩემ მეგობრებთან ერთად, დღეს ვაპირებ დავრჩე, იმიტომ, რომ თავდასხმის საფრთხე ამ უგუნური ხალხისგან ძალიან დიდია. დაიწყება მოირგეობა და ყველა პოლიტიკური ლიდერი, შეძლებისდაგვარად, ჯანმრთელობა როგორც მისცემს შესაძლებლობას და ა.შ. დარწმუნებული ვარ ჩართვება ამ ფერხულში. მე იმედი მაქვს, რომ ბევრი თქვეთაგანიც. დღეს, ამაღამ კრიტიკული ღამეა, იმიტომ, რომ როგორც კი შეიძლება ხალხი შემცრიდეს, ტურასავით შეიძლება მოგვეპარონ“, – განაცხადა გიგი უგულავამ აქციაზე გამოსვლის დროს.

ვიდრე პარლამენტთან გადაინაცვლებდნენ, აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. ისინი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დასაკავებლად სპეცოპერაცია 23 თებერვალს, გამთენიისას ჩაატარა. სამართალდამცველებმა ოპოზიციური პარტიის ოფისში შესაღწევად სამხედრო-სამაშველო ტექნიკის კიბეებიც გამოიყენეს, შენობაში შესვლის შემდეგ კი, იქ შეკრებილების დასაშლელად ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შსს-ს წამომადგენლებმა მათი ოფისი დაარბიეს.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლება გააკრიტიკა საქართველოში აშშ-ის საელჩომ. დიპლომატიური წარმომადგენლობის შეფასებით, „დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“.

მომხდარის გამო შეშფოთება გამოხატეს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმაც, ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა და ქვეყანაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]