weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როცა პარტნიორები დეტალურად გაერკვევიან სიტუაციაში, კრიტიკა შერბილდება – მდინარაძე

20:56 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები „დეტალურად გაერკვევიან სიტუაციაში, კიდევ უფრო შერბილდება კრიტიკა“.

როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ იცოდა, რომ პოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება არავის მოეწონებოდა, რადგან „სანამ სიღრმეში ჩახვალ, ცუდი ახალი ამბავია“. ამასთან, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ნიკა მელიამ გირაო არ გადახადა და თავისი თავი დაიჭირა.

„დღევანდელი სურათი, ასე ზედაპირულად თუ შევხედავთ, წინასწარ ვიცოდით, რომ თუ ასეთი მოხდებოდა, არავის მოეწონებოდა. ამისთვის მზად ვიყავით, ეს კრიტიკა, რიგ შემთხვევებში საკმაოდ მწვავე, აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, იმიტომ, რომ სანამ სიღრმეში ჩახვალ, ცუდი ახალი ამბავია, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი (ფორმალური თუ რეალური) საკუთარ ოფისშია დაკავებული.

ჩემი აზრით (ეს ჩემი და ჩემი თანაგუნდელების იმედიც შეილება იყოს), როგორც კი ჩვენი პარტნიორები დეტალურად გაერკვევიან სიტუაციაში, კიდევ უფრო შერბილდება კრიტიკა.

ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ საერთოდ არანაირი კრიტიკა არ იქნება. ამოსავალი წერტილი არის ის, რომ როდესაც სახელმწიფოს გამოწვევას უქმნის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ეუბნება, რომ მე კანონს არ შევასრულებ, ფეხებს ვერავინ მომჭამს და გადის კონსტიტუციური სივრციდან, გინდა თუ არ გინდა ერთადერთი გზა გაქვს, რომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნო, კანონის აღქმა შეინარჩუნო ქვეყანაში და სახელმწიფო ინსტიტუტებმა გააკეთონ ის, რაც მოხდა. სხვა გამოსავალი სახელმწიფოს არ აქვს, სხვა სამართლებრივი გზა არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფოებრიობის და კანონის გვერდზე გადაგდებას გაცლებით მძიმე შედეგები მოჰყვება, ვიდრე დღევანდელი კრიტიკაა: „ეს კრიტიკა უნდა მივიღოთ, გავითვალისწინო, მაგრამ არამარტო ჩვენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]