weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები – პროფესორ-მასწავლებლების მიმართვა ხელისუფლებას

13:13 ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021

პროფესორ-მასწავლებლები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას ეხმაურებიან.

აკადემიური სფეროს წარმომადგენლები შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ გმობენ „ხელისუფლების მზარდ სიხისტეს პოლიტიკური ოპონენტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ“.

„აგრესიული რევანშიზმის პოლიტიკა, არსებითად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. შექმნილი პოლიტიკური თუ სამართლებრივი კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლების შეუზღუდავმა მოქმედებებმა, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების პროტესტი გამოიწვია.

დღეს, ყველანი გავერთიანდით სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის დაცვის გარშემო. ნათელია, რომ კანონის უზენაესობისა და სხვა ფუძემდებლური პრინციპების ასეთი ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი და არასწორი განმარტება, სრულიად აცდენილია იმ ღირებულებებს, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მიისწრაფვის.

ამგვარი პოლიტიკის გატარება, ხელს არ უწყობს ქართველი ხალხის მიერ კონსტიტუციით გაცხადებული ფასეულობების დამკვიდრებას და გარდაუვლად ზრდის დასავლური პარტნიორების სკეპტიციზმს. ამას კიდევ ერთხელ ცხადყოფს დასავლელი მეგობრების დღევანდელი გამოხმაურებები. ამგვარი პოლიტიკის გაგრძელება, შეასუსტებს მსოფლიოს თანამეგობრობის მხარდაჭერას, რაც საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავზე, პირისპირ შეგვატოვებს ოკუპანტ ძალას“, – აცხადებენ მიმართვის ხელმომწერები.

ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ:

- სწორად გააანალიზოს არსებული რისკები და მიუსადაგოს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს;

- უარი თქვას ქვეყნის განუხრელი დემოკრატული განვითარების შეფერხებაზე;

- დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები;

- შეწყვიტოს პოლიტიკური მოტივით განპირობებული სამართლებრივი დევნა და დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიატორობით. 

მიმართვის ხელმომწერები არიან:

ქეთევან ერემაძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი

კახი ყურაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

დავით ჯანდიერი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ბესიკ ლოლაძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი წევრი

დავით ზედელაშვილი - პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტი

ავთანდილ დემეტრაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი მშვენიერაძე - პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტი

დიმიტრი გეგენავა - სამართლის დოქტორი, პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

მალხაზ ნაკაშიძე - ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსტანტინე კუბლაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

კოტე ჩოკორაია - კონსტიტუციონალისტი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ზაზა მეიშვილი - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე

გიორგი პაპუაშვილი - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

გიორგი გორაძე - პროფესორი, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

ირაკლი ფორჩხიძე - სამართლის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დამფუძნებელი

სოფო დემეტრაშვილი - პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

დავით ტაბატაძე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი

ედუარდ მარიკაშვილი - მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტი

კახა ურიადმყოფელი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი მელაძე - პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლიკა საჯაია - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

ეკა კაველიძე - სამართლის დოქტორი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

გივი ლუაშვილი - მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი. ასისტენტ-პროფესორი, თბილისის ღია უნივერსიტეტი.

თამარ ლალიაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

თენგიზ თევზაძე - ასისტენტ-პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

ალიკა კუპრავა - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

გიორგი მუმლაძე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

გიორგი ნონიაშვილი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრი

გიორგი ჩიტიძე - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მარინა მესხი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გიორგი ბერაია - მოწვეული ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტი

ზურაბ ჯიბღაშვილი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გიორგი სიორიძე - ასისტენტ-პროფესორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი. მოწვეული ლექტორი, კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამა

გიორგი გობრონიძე - ასისტენტ-პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი. მოწვეული ლექტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი

სოფიო ასათიანი - მოწვეული ლექტორი, ევროპის უნივერსიტეტი

ბექა კობახიძე - პროფესორი, თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რაულ აგიკიანი - მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თამარ ავალიანი - სამართლის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

დავით ძიძიშვილი - მოწვეული ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს” დამფუძნებელი

ანა ჟვანია - სოციოლოგიის ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]